საგარეო უწყება - ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ქართველები არ დაშავებულან  
საგარეო უწყება - ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ქართველები არ დაშავებულან  

ინდონეზიაში მომხდარი 7-ბალიანი მიწისძვრის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ქართველები არ დაშავებულან, არც დახმარების თხოვნით მიუმართავთ საელჩოსთვის, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„საელჩო და ელჩი ირაკლი ასაშვილი მიწისძვრის მომენტიდან, მუდმივ კონტაქტზეა ბალიზე მყოფ ქართველებთან. ამ ეტაპზე დაშავებული არავინ არის. საელჩო ასევე კონტაქტზეა შესაბამის სამსახურებთან“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ინდონეზიაში, კუნძულ ლამბოკზე ცოტა ხნის წინ 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხეც.