ინდონეზიაში, კუნძულ ლამბოკზე 7,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში, კუნძულ ლამბოკზე  7,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, კუნძულ ლამბოკზე ცოტა ხნის წინ 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხეც.

მანამდე მიწისძვრა ინდონეზიის კუნძულ სიბერუტს დაატყდა თავს. გეოლოგიური სამსახურების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდას აღწევდა. ეპიცენტრი კუნძულიდან 93 კილომეტრში, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.