საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით ზილფიმიანი აირჩიეს

13:23, 12.02.2021

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი იქნება.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხი განიხილეს.

კომიტეტის წევრებმა „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, დავით ზილფიმიანის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მსგავსი