საგარეო საქმეთა სამინისტროში ტურისტული გიდებისთვის შექმნილი სპეციალური სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართება
საგარეო საქმეთა სამინისტროში ტურისტული გიდებისთვის შექმნილი სპეციალური სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტურისტული გიდებისთვის შექმნილი სპეციალური სასწავლო კურსის, „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტის“ პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალურ სასწავლო კურსს ორგანიზებას ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უწევენ.

პროექტის პრეზენტაციაზე კურსის მონაწილეებს სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ბრეგვაძე მიმართავენ.

ტურისტული გიდებისთვის შექმნილი სპეციალური სასწავლო კურსის პრეზენტაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში 11:00 საათზე გაიმართება.