საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უწყების ცენტრალურ აპარატში გადავა
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უწყების ცენტრალურ აპარატში გადავა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უქმდება, საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გადავა.