საგარეო საქმეთა სამინისტრო – შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე ტრაგიკული ინციდენტის გამო, ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახების გვერდით ვართ, სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას
ღრმად შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას.
„ღრმად შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებით და ლოცვით მსხვერპლთა და მათი ოჯახების გვერდით ვართ. საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე გუშინ მანქანა შევარდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს.
We are deeply saddened by the tragic incident at the #Magdeburg Christmas Market. Our thoughts and prayers are with the victims and their families. 🇬🇪 stands in solidarity with 🇩🇪. @GermanyDiplo
— MFA of Georgia (@MFAgovge) December 21, 2024