საგარეო საქმეთა სამინისტრო - პარიზში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ შეტყობინება საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში არ შესულა
საგარეო საქმეთა სამინისტრო - პარიზში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ შეტყობინება საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში არ შესულა

პარიზში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ შეტყობინება საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში ამ დროისთვის არ არის შესული, – ამის შესახებ 1tv.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

პარიზში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.

პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა. შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საცხობთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე შენობები.