საგარეო საქმეთა სამინისტრო – მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ
მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე,გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსლეში გავრცელდა.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
We strongly condemn the horrific terrorist attack on the State of Israel, causing loss of life and express solidarity with the Israeli government and people. Our thoughts are with the families and loved ones of the victims of this terrible attack. We wish a speedy recovery to all…
— MFA of Georgia (@MFAgovge) October 7, 2023