საგარეო საქმეთა სამინისტრო მარკო რუბიოს მიწვევით მაკა ბოჭორიშვილის მინისტერიალში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში დაგეგმილ მინისტერიალში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს. მინისტერიალი ხუთშაბათს გაიმართება.