საგარეო საქმეთა სამინისტრო - ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრებასთან დაკავშირებით დავით ზალკალიანი მუდმივ კონტაქტზეა მევლუთ ჩავუშოღლუსთან
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრებასთან დაკავშირებით დავით ზალკალიანი მუდმივ კონტაქტზეა მევლუთ ჩავუშოღლუსთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მუდმივ კონტაქტზეა თავის თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

როგორც ცნობილია, სწორედ თურქეთის დახმარებით უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პუნქტიდან აეროპორტამდე მიყვანა.

„გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოლაპარაკებას აწარმოებდა პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მიზნით. უკრაინული მხარე მზად იყო მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის, თუმცა ავღანეთში არსებული უსაფრთხოების რთული ვითარების გამო, საქართველოს მოქალაქეებმა ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს“, – განმარტავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კერძო სექტორში მუშაობენ. კერძოდ, 17 მოქალაქე  დასაქმებულია კანადურ, ექვსი კი – ამერიკულ კომპანიაში.

დატოვე კომენტარი