საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან, რომელმაც საქართველოში დიპლომატიურ მისია დაასრულა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს საქმიანობის მნიშვნელობა მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული ნაყოფიერი სამსახურისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დატოვე კომენტარი