საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილს მაკა ბოჭორიშვილი შეცვლის

10:06, 25.11.2024

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი ილია დარჩიაშვილს შეცვლის.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანამდე მაკა ბოჭორიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მსგავსი