მამუკა ბახტაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანი რჩება, მინდა, წარმატება ვუსურვო
მამუკა ბახტაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანი რჩება, მინდა, წარმატება ვუსურვო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავით ზალკალიანს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე რჩება, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

როგორც მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებული გუნდის წარდგენისას განაცხადა, დავით ზალკალიანი ინარჩუნებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება დავით ზალკალიანი, სამწუხაროდ, ის დღეს ვერ ესწრება დღევანდელ ბრიფინგს, იცით, რომ ბრიუსელში მიმდინარეობს ისტორიული მნიშვნელობის სამიტი, სადაც ჩვენი დიპლომატები ძალიან აქტიურად მუშაობენ და მინდა, დავით ზალკალიანსაც წარმატება ვუსურვო მის პროფესიულ საქმიანობაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.