საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაშია ნათქვამი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილეები ამ დროისთვის არიან: ლაშა დარსალია, ვლადიმერ კონსტანტინიდი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხათუნა თოთლაძე.

ამასთან, რაც შეეხება ლაშა დარსალიას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დარსალია 2021-20024 წლებში მუშაობდა.