საგარეჯოში ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა
საგარეჯოში ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგარეჯოში ცენტრალური, მეორეხარისხოვან ქუჩები და ტროტუარები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა.

ვითარებას ადგილზე გაეცნო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სამუშაოები შპს „საგარეჯო 2018“-ის დასუფთავებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განახორციელეს.