საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ქვეითად მოსიარულე ქალს, შემდეგ კი, ხეს შეეჯახა.  ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანაში მყოფი საგარეჯოს პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ.

ექვსი მოსწავლე სხვადასხვა დაზიანებით საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია, არცერთ მათგანს არ სჭირდება რენიმაციული მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.