საგარეჯოში 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს 
საგარეჯოში 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პალდოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, 35 წლის მამაკაცი საკუთარმა ძმამ ჩამომხრჩვალი შემთხვევით იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

ცხედარი ამ დროისათვის ექსპერტიზაზე გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი