სოფელ გომბორში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მოსახლეობამ გზა გადაკეტა
სოფელ გომბორში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მოსახლეობამ გზა გადაკეტა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივები სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

როგორც ისინი ამბობენ, უკვე 15 წელია, აღნიშნული პრობლემა აწუხებთ და ყოველ ზაფხულს წყალი ფაქტობრივად, არ მიეწოდებათ.

მათივე თქმით, საგარეჯოს მერიას თხოვნით და ოფიციალური წერილით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ დაიშლებიან, სანამ სოფელ გომბორში საგარეჯოს რაიონის მერისგან, გიორგი ებროწონაშვილისგან პირადად არ მიიღებენ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით დაპირებას.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მხარის პოლიციის უფროსმა მოსახლეობას განუმარტა, რომ გზის გახსნის შემდეგ პირადად დაუკავშირდებოდა საგარეჯოს მერიას და ადგილზე მისი წარმომადგენელი აუცილებლად მივიდოდა. დაპირების შემდეგ, მოსახლეობამ გზა დროებით გზა გახსნა.

მათივე თქმით, თუ ერთი საათის განმავლობაში ადგილზე მერი არ მივა, ისინი გზას ისევ გადაკეტავენ.