საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსი მოულოდნელად გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაღუპული ავტობუსის მძღოლია.
ამასთან, ავტობუსში იმყოფებოდა ორი მგზავრი, რომლებიც მცირე დაზიანებებით საგარეჯოს „ჯეოჰისპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაწერეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.