საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აქციას მართავს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აქციას მართავს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ქალაქის შესასვლელში აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომლებსაც ისინი ამუშავებდნენ, საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, მუნიციპალიტეტმა კი იგი ფარულად საპარტნიორო ფონდს გადასცა.

მათივე განცხადებით, კაკაბეთის, გიორგიწმინდას და საგარეჯოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწის 500 ჰექტრამდე ფართობს წლების განმავლობაში სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ და შესაბამის უწყებებს დასაკანონებლად არაერთხელ მიმართეს.

აქციის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე შეხვდა და მოლაპარაკებების გზით საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ საკითხი დადებითად არ გადაწყდება, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით სამართალდამცავები იმყოფებიან.