საგარეჯოს მერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სროლა შეწყვეტილია
საგარეჯოს მერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სროლა შეწყვეტილია

საგარეჯოს მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში სროლა შეწყვეტილია, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი.

რაც შეეხება დაჭრილებისა და დაღუპულების რაოდენობას, საგარეჯოს მერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

„სროლა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინდან ხორციელდებოდა. ამ დროისთვის სროლის ხმა აღარ ისმის“, – აცხადებს ავთანდილ გულიკაშვილი.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი.