საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მედიკოსის განმეორებითი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მედიკოსის განმეორებითი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთნის განმეორებითი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გარდა, ბოჭირიშვილის კლინიკაშიც მუშაობდა, კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. დიაგნოზის დასაზუსტებლად განმეორებითი „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა.

„ვინაიდან, პირველ ჯერზე გვაქვს დადებითი პასუხი მიღებული, ექიმების ჩარევით და ექიმების მიერ პაციენტის გასინჯვის შემდეგ დადგა საკითხი, გადახედილიყო კვლევა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს გაღრმავებული კვლევა ყველა ბიოლოგიური მასალით. დღეს, დღის განმავლობაში უკვე საბოლოოდ დადასტურებული პასუხი გვექნება.

პაციენტი იზოლირებულია ბოქსირებულ პალატაში. ასე რომ მისი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება რაიმე სხვა ახალი ეპიდემიოლოგიური რისკი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.