საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტისა და თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 1 900 დოზა მიიღეს
საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტისა და თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 1 900 დოზა მიიღეს

საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტისა და თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 1 900 დოზა უკვე მიიღეს. ყვარლის, ლაგოდეხის სიღნაღის და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტები კი ვაქცინაციას ხვალ მიიღებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის შექმნილია სპეციალური ცენტრები.

,,კახეთში „კოვიდ-19“-ზე ამცრელ დაწესებულებად დარეგისტრირებულია 13 დაწესებულება, მათგან თელავში – 4, საგარეჯოში -3, დანარჩენ რაიონებში თითო-თითო. ვაქცინაცია

პირველ რიგში, ჩაუტარდება სამედიცინო სფეროს პერსონალს, შემდეგ კი მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, მათ მომვლელებს და 75 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს“,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

თელავში ვაქცინაცია 15 მარტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო 17 მარტიდან დანარჩენ მუნიციპალიტეტებში დაიწყება.