საგარეჯოელთა ისტორიული შედეგი – თასის ნახევარფინალში მეოთხე ლიგის გუნდი გავიდა
ლიგა 3-ის გუნდი, საგარეჯოს „გარეჯი 1960“, საქართველოს თასის ნახევარფინალში ითამაშებს. საგარეჯოელებმა „თბილისი სიტი“ დაამარცხა და არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალის შეხვედრა საგარეჯოს არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ანგარიში მე-15 წუთზე საგარეჯოელმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა – 1:0. 63-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ბესიკ ჩიმაკაძემ თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა – 2:0. „თბილისი სიტიმ“ 89-ე წუთზე ლევან ქალდანის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ „გარეჯი 1960“-მა მოგება ხელიდან აღარ გაუშვა – 2:1.
„გარეჯი“ მესამე გუნდია, რომელმაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 24 სექტემბერს გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში საქართველოს თასისთვის ბრძოლა თბილისის „ლოკომოტივმა“ და „საბურთალომ“ გააგრძელეს.