საგარეჯო-გარდაბანში ნავთობისა და გაზის ლიცენზიის მოპოვებაზე ტენდერი გამოცხადდა
საგარეჯო-გარდაბანში ნავთობისა და გაზის ლიცენზიის მოპოვებაზე ტენდერი გამოცხადდა

საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, XIH სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის გენერალური ლიცენზიის მოპოვებაზე საერთაშორისო ღია ტენდერი გამოცხადდა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, საუბარია 194.5 კვ.კმ. ფართობის ტერიტორიაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 2 მარტია, რის შემდეგაც განაცხადები საჯაროდ გაიხსნება.

აღნიშნულ სალიცენზიო ბლოკზე ისრაელის ინვესტორების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია „ელენილტო“ მუშაობდა. კომპანიასთან პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება 2013 წლის 8 თებერვალს გაფორმდა. თუმცა, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება შეწყდა.