საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ჯარიმა იზრდება
საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ჯარიმა იზრდება

საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, 50 მეტრის რადიუსში, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე არსებული ჯარიმის ოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება უკვე მოხდა.

ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული კანონდარღვევისთვის 200-ლარიანი ჯარიმა 500-ლარამდე იზრდება. ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი ჯარიმა 400 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება.

ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის ინტერნეტით), დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით – 10 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის ჯანდაცვის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.

დატოვე კომენტარი