საგანგებო ვითარების დასრულებამდე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ საკვირაო წირვების ტრანსლაციებს სამების საკათედრო ტაძრიდან
საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებით, 29 მარტიდან საგანგებო ვითარების დასრულებამდე, ყოველ კვირა დღეს, 10:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ საკვირაო წირვების პირდაპირ ტრანსლაციებს სამების საკათედრო ტაძრიდან.