საგანგებო სიტუაციების სამსახური - ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც მაშველების დახმარება სჭირდება
საგანგებო სიტუაციების სამსახური - ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც მაშველების დახმარება სჭირდება

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც მაშველების დახმარება სჭირდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ესაჭიროება მაშველების დახმარება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. ინიციატორის განცხადებით, მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდა სამაშველო ჯგუფი“, – აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

დატოვე კომენტარი