საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, რადგან მარტივად შეიძლება ჩატყდეს, რაც სახიფათოა თქვენი სიცოცხლისთვის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„გაცნობებთ, რომ ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა, მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.