საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თეთნულდზე მყოფი სამი მთამსვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თეთნულდზე მყოფი სამი მთამსვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თეთნულდზე მყოფი სამი მთამსვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი უცხოეთის ექვსი მოქალაქიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში დღეს გადაიყვანეს.

„სამაშველო ღონისძიება გრძელდება თეთნულდის მწვერვალზე მყოფი სამი მთამსვლელის გამოსაყვანად. დაშავებული მთამსვლელების ინფორმაციით, სამივე მთამსვლელი საკუთარი ძალებით მოემართებიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ შესახვედრად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი, სრული სამთო აღჭურვილობით, ქვეითად მოძრაობს. სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სპეციალიზებული სამაშველო განყოფილების მაშველები.