საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ატენის ხეობაში ცეცხლის ორი კერიდან ერთი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ატენის ხეობაში ცეცხლის ორი კერიდან ერთი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ატენის ხეობაში ცეცხლის ორი კერიდან ერთი ლოკალიზებულია.

მათივე ცნობით, ამ დროის მონაცემებით, დამწვარია რვა ჰექტრამდე ფართობი.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ტყის მასივში არსებული ხანძრის მეორე კერის ლოკალიზება.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე, 188-ე მუხლის მეორე ნაწილით.