საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა

11:30, 02.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.

შსს-ს ცნობით, მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

 

მსგავსი