საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარცვლეულის აღების სეზონთან დაკავშირებით კახეთის რეგიონში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა

13:59, 26.06.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მარცვლეულის აღების სეზონის პერიოდში, მინდვრის ხანძრების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირების მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ამასთან, მათივე ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანძრების გაჩენის რისკის ეფექტიანად მართვის უზრუნვეყოფის მიზნით, სპეციალური ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყისა და ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში კი, მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი