საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მეხანძრე-მაშველებმა ტრაგედიის დროს გარდაცვლილი თანამშრომელი, ზურაბ მუზაშვილი გაიხსენეს და მემორიალთან სიმბოლურად, ზუსტად იმ დროს მივიდნენ, როცა ხუთი წლის წინ უკანასკნელად ჰქონდათ კონტაქტი თანამებრძოლთან. ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო იმ მაშველთაგან, ვინც სტიქიის ეპიცენტრში გამოცხადდა.

სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას, მან ექვსი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე და უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ივანიშვილი.