სოფელ საყავრესთან ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ საყავრესთან ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის რაიონის სოფელ საყავრესთან მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერა უკვე ჩააქრეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 07:00 საათიდან განახლდა და ამ დროსათვის მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

​უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი მონაწილეობს.

მათივე ცნობით, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 250 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა.

ამ დროისთვის ადგილზე ცეცხლის ღია კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით.

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.