ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია ცეცხლის პატარა კერები და მისი ჩაქრობა მიმდინარეობს.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი. მისი განცხადებით დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრის ფართობი. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ირმა ზავრადაშვილის თქმით, ბაზრობა კერძო საკუთრებაა და ზარალი კომპანიამ უნდა აანაზღაუროს, რომელსაც ამის გამოცდილება გააჩნია.

„რაც შეეხება გამგეობის პოზიციას, დიდუბის გამგეობა ითანამშრომლებს ორივე მხარესთან და კომპანიასთან ერთად ჩაერთვება ზარალის ანაზღაურების პროცესში. ამ დროისთვის მიდის მუშაობა ზარალის დასადგენად“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი