საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

16:13, 02.11.2026

სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მეხანძრე-მაშველების მიერ არის მოხსნილი.

ხანძარი ხიდზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და ტერიტორიაზე გავრცელდა.

მსგავსი