სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია(ვიდეო)
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია.
ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა.