საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოებს ატარებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოებს ატარებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად, უწყებაში ამ დროისთვის ბათუმიდან შესულია 80 შეტყობინება, ქობულეთიდან 36.

წვიმის შედეგად, დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.

„უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს: ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდის პროცესი.

მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა დროულად მოხდეს ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა“, – აცხადებენ უწყებაში.

დატოვე კომენტარი