საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

12:06, 11.03.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს განახლებულ ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარისა და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით.

„ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია: სამეგრელო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელები ზღვაია, ნაკუფუ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზემო ეწერი, ჩხოროწყუს 7 სოფელი, მარტვილში სოფელი ლესიჭინე; გურია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაკიჯვარი. ასევე ლიკვიდაციაა სოფელ მამათში; აჭარა – ქობულეთში; იმერეთში – ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში; კახეთში – გომბორის უღელტეხილზე.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება: სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი; გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი; რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი; ქვემო ქართლი – დედოფლისწყარო.

ღია კერა შენარჩუნებულია: აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო; იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და ოთხი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ბოლო ოთხ დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.

ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები“, – აცხადებენ უწყებაში.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მსგავსი