საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ტყიბულში მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გამოყვანილი, მიმდინარეობს მეორე მოქალაქის გამოყვანა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ტყიბულში მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გამოყვანილი, მიმდინარეობს მეორე მოქალაქის გამოყვანა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველების მიერ ტყიბულში, მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უკვე ამოყვანილია და ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება.

უწყების ცნობით, მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.

„შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებული არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი