საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - სოფელ ჯუთაში მოქალაქეს სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა, მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, მოქალაქე თბილისში გადმოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - სოფელ ჯუთაში მოქალაქეს სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა, მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, მოქალაქე თბილისში გადმოიყვანეს

სოფელ ჯუთაში მოქალაქეს სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა. მეხანძრე-მაშველებმა შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, – ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი მოქალაქე თბილისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯუთაში მოქალაქეს გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებიც, რომლებმაც პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი მოქალაქე თბილისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.