საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - სენაკში, მდინარე ჭალადიდის დამბაზე წყლის დონემ დაიკლო და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - სენაკში, მდინარე ჭალადიდის დამბაზე წყლის დონემ დაიკლო და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სენაკში, მდინარე ჭალადიდის დამბაზე წყლის დონემ დაიკლო. უწყების ცნობით, მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები აწარმოებენ მდინარე ჭალადიდის კალაპოტსა და მიმდებარედ არსებულ დამბაში, წყლის დონის უწყვეტ მონიტორინგს.

რისკის ზონებში მობილიზებულია და მუდმივ მზადყოფნაშია სახანძრო-სამაშველო ძალები, რათა სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მყისიერად მოხდეს სათანადო ღონისძიებების გატარება. სამეგრელო-ზემო სვანეთის მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე იმყოფება იმერეთის რეგიონისა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების 80 მეხანძრე-მაშველი.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დატოვე კომენტარი