საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - საქართველოში ტყის ხანძრების შვიდი კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - საქართველოში ტყის ხანძრების შვიდი კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის შვიდი კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ორი დღის განმავლობაში მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი.

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 45 მეხანძრე-მაშველი.

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაჭაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

სამეგრელოში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

დილიდან ხუთ კერაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ჩაერთვება.

„ადგილებზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.