საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ორ მეხანძრე-მაშველს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ორ მეხანძრე-მაშველს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების ორ მეხანძრე-მაშველს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მათი გეგმური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი.

ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ.

მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ.

შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დატოვე კომენტარი