საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დასუფთავების სამუშაოების მიზნით ნარჩენების დაწვის პროცესში სიფრთხილე გამოიჩინონ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დასუფთავების სამუშაოების მიზნით ნარჩენების დაწვის პროცესში სიფრთხილე გამოიჩინონ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით ნარჩენების დაწვის პროცესში სიფრთხილე გამოიჩინონ.

„გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ. ასევე ხშირად, მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ ვითარების გაკონტროლებას და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება. არის შემთხვევები, როდესაც დაგვიანებით ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა მსგავსი შემთხვევების დროს, არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.