საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მკვეთრი მატების შესახებ აფრთხილებს.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების გაჩენის რისკის გამო, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს.

„გაცნობებთ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. ასევე გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.