საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ორი ხანძარი ჩააქრეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ორი ხანძარი ჩააქრეს

მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ორი ხანძარი ჩააქრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა – გურიაში, მამათში, სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში.

„გურიასა და ასპინძაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში. დობარაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“,-აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი