საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო - შიდა ქართლში ხანძარი კონტროლს ექვემდებარება და ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება აღარ არის
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო - შიდა ქართლში ხანძარი კონტროლს ექვემდებარება და ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება აღარ არის

შიდა ქართლში, ატენისა და რკონის ხეობებში მეოთხე დღეა, ხანძარს ებრძვიან.

ამ დროისათვის სოფელ ორმოცში, ტყეში ხანძრის ხუთი კერიდან ოთხი უკვე ლიკვიდირებულია, ცეცხლის ღია კერები რჩება სოფელ რკონში. ხანძრის კერებამდე მისულია სახანძრო ტექნიკა. ხანძარს 200-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სტიქიის ზონაში ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება დღეს აღარაა და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ცეცხლი სოფელ ორმოცსა და სოფელ რკონში დასახლებული ნაწილიდან დაახლოებით10-15კილომეტრში გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე გაჩნდა და შერეული ტყეზე გადავიდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

დატოვე კომენტარი