საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის 31 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის 31 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის 31 თანამშრომელს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ სენაკელ მედიკოსთან, „პისიარ“ კვლევის შედეგად „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. ცენტრის დირექტორის, კესო გელენიძის ინფორმაციით, აღნიშნულ პირს ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები სასწრაფოში მორიგეობიდან რამდენიმე დღეში გამოუვლინდა. მედიკოსთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევა გრძელდება სენაკში.

„სენაკელი რეფერალურის ექიმი ჩვენთან მორიგე იყო 2 სექტემბერს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები მოგვიანებით გამოუვლინდა. იქიდან გამომდინარე, რომ ინფექციის დადგენამდე ის იმყოფებოდა აქ, ამიტომ მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა გახდა აუცილებელი. ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო ფოთის სასწრაფო დახმარების 31 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა. საბედნიეროდ არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა ,“- განაცხადა კესო გელენიძემ.